ბექაურმა მოსახლიშვილს მოუგო და ფინალში გავიდა

24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიადის ფინალში გავიდა და ზედიზედ მეორედ შეუძლია გახდეს ჩემპიონი.
ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა. ძირითად დროში მოწინააღმდეგეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ, ლაშას ორი გდება არ ჩაუთვალეს, დამატებით დროში კი მოსახლიშვილი მესამედ გააფრთხილეს.
ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს კი იპონით მოუგო.
ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურიოს დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში მასპინძელ ნგაიაპ ჰამბუს აჯობა.
რა გახდა ერთი ნორმალური უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელის მოწვევა ? ვინც იჭიდავა ყველა მაგრა დაიღალა და აქაც ლაშა ისე დაიქანცა ვეღარ სუნთქავდა @ იმედი მაქვს ფინალამდე ეს 4 შეხვედრა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება რომ ლაშამ ცოტა სული მოითქვას