ბექაური: პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები, ჩემთვის მიუღებელიც არის

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ს პოლიტიკური შეხედულებები “მიუღებელია”. ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
“მე აქ ჯილდოსთვის ვარ მოსული. ეს ჯილდო ჩემი ხალხისთვისაა. მე პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები სრულიად. ჩემთვის მიუღებელიც არის. ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”, – თქვა მან.
13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.
პრეზიდენტმა ცერემონიაზე მიიწვია ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, თუმცა ღონისძიებას არცერთი მათგან არ დაესწრო.