ბეტელი ლავროვს: თქვენ დაანგრიეთ ის, რაც ყველამ ავაშენეთ, გაჩერდით, ამ ომს არ აქვს ახსნა

· 72
·
·
მინდა, ვუთხრა ს დელეგაციას, მე ვარ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი და ათი წელი ვიყავი ლუქსემბურგის პრემიერი. ჩემი ბებია ერთი მხრიდან იყო მართლმადიდებელი რუსი, ბაბუა პოლონელი ებრაელი, მეორე მხრიდან კი ბაბუა ლუქსემბურგელი კათოლიკე, ბებია კი ფრანგი ათეისტი, ასე რომ ჩემშია ყველა ეს ერი, კულტურა და რელიგია. დაქორწინებული ვარ ბელგიელ კაცზე, ასე რომ გეი ვარ და თქვენს ქვეყანაში უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაც კი არ მექნებოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან.ომის დასაწყისში ველაპარაკე ტელეფონით ს და ასევე, ვლადიმერ პუტინს. ბუჩას შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მოგვარების სურვილი არ არსებობდა.
ძალიან სამწუხაროა, თქვენ დაანგრიეთ ის, რაც ყველამ ავაშენეთ, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენ აზრთა გაცვლაც კი არ შეგვიძლია. თქვენი ნარატივი არ არის სწორი. ომის დაწყება ადვილია, მისი დასრულება კი აჩვენებს, როგორები არიან ლიდერები. გვიანი არასოდეს არაა, რომ ნახოთ, როგორი შეცდომა დაუშვით. ვცდილობდი თქვენთან ურთიერთობას, რისთვისაც მაკრიტიკებდნენ, რომ არ ვიყავი სოლიდარული უკრაინის მიმართ. მაგრამ მინდოდა ამის შეჩერება, რადგან უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად. დავრჩი ლავროვის პასუხის მოსასმენად, მაგრამ გეტყვით, გაჩერდით, რადგან ამ ომს არ აქვს არც ახსნა და არც მიზეზი.
ამ სიტყვებით მიმართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე მინისტერიალზე.