ბესო ალავიძე: ნინო გვენეტაძე ავადმყოფობის გამო არ წასულა, მას ციანიდის საქმეზე მოაწერინეს ხელი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მოსამართლე ნინო გვენეტაძე, რომელმაც თანამდებობა, ვითომ ავადმყოფობის გამო დატოვა, სინამდვილეში ცინადისი საქმეზე ხელის მოწერის შემდეგ წავიდა.

ალავიძის თქმით, მას პრობლემები ჰქონდა სწორედ ჩარევებთან დაკავშირებით და ბოლოს თვითონვე იქცა “კლანის მორჩილად.“

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გვენეტაძე ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თუმცა, ხელი მაინც მოაწერინეს.

მოსამართლე ნინო გვენეტაძემ მოაწერა ხელი ციანიდის საქმეს, ბოლო ინსტანციაში როცა წავიდა ციანიდის საქმე და თუ არ ვცდები, მეორე დღეს ის ტოვებს თანამდებობას, ის არ წასულა ავადმყოფობის გამო, მას პრობლემები ჰქონდა მსგავსი ტიპის ჩარევებთან და საქმეებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ბოლოს თვითონაც იქცა კლანის მორჩილად, გარკვეულწილად. ამიტომ, მას მოუწია იძულებით წასვლა და ის ჯანმრთელობის გამო არ წასულა სასამართლოდან. მეორე დღეს წავიდა, როგორც ციანიდის საქმეს მოაწერა ხელი, როგორც ვიცი და მე ყურმოკვრით მაქვს ინფორმაცია, რომ ის არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და იძულებით მოაწერინეს მასაც ხელი, – ამბობს ალავიძე.