ბესო ალავიძე: თუ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, საზოგადოება ნახავს კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერს, რა ხდება სასამართლოში (ვიდეო)

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესო ალავიძე ამბობს, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება იმის, თუ როგორ ხდება სასამართლოში საქმის გარჩევები.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თუ მის მიმართ განხორციელდება რაიმე სახის მუქარა, ან პროკურატურა გაბედავს საქმე შემოატრიალოს მის წინააღმდეგ, ამ ჩანაწერს “ტვ პირველს“ გადასცემს.

ალავიძე ურჩევს მოსამართლეებს, რომ დღესვე დაწერონ განცხადება წასვლაზე.

კლანის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, ვურჩევ, რომ დღესვე დაწერონ განცხადება, თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება  და ვაჭრობა მათთან, – ამბობს ალავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის