ბესიკ ხარანაული: ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა? მკვდარი ვიყავი, გაღვიძება დამაგვიანდა

ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
მკვდარი ვიყავი,
გაღვიძება დამაგვიანდა,
ანდა სხვა რამე
ნაკლთა გამო ადამიანთა –
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
ამერთა წყალში
იმერთ თევზი
ხო ასრიალდა,
ყველა მხრის ქარი
თავზე რისხვად
ხო დასტრიალდა,
რაც ცოდვა ჰქონდა,
დროშად ყველა ხო აფრიალდა,
ხო განიბანა სისხლით,
ტანჯვით გამადლიანდა,
ხო გაიფანტა,
სიწმინდენი დანაგვიანდა,
ხო ჰყავ წყალობა
დავითიან-თამარიანთა,
ხო მიეც ბარი და ნიჩაფი
ადამიანთა…
რომ მიწას ოფლი დააწვიმონ,
სანთელს ცრემლები,
რომ გზაზე მგზავრი დააყენონ,
მთაზე – მცველები…
ღმერთო, ამას გთხოვ,
მთელი სულით, მთელი გულითა,
რო გაიხარებს
მამა – შვილით,
დაკაგულითა,
გააძღე ჩემი საქართველო
არა პურითა,
არა ღვინითა,
არა წყლითა,
– სიყვარულითა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია – რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის

ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია