ბესიკ ხარანაული: სხვა დროა, სხვა ჟამი, სხვა საუკუნეა!

“სხვა დროა, სხვა ჟამი, სხვა საუკუნეა
ავანთოთ სანთლები, უჩინ-უკუნია,
საქართველო არის სინათლის ქვეყანა.
სხვა დროა, სხვა ჟამი, სხვა საუკუნეა,
და რაც ისტორიას სიავე უქნია,
თვალთაგან გაქრა და წარსულს ჩაექანა.
თუკი რამე გვითქვამს,
თუ რამ გვიუბნია,
თუ რამ გვიშრომია,
თუ რამ გვიუქმია,
დღეს უნდა სუყველამ ავანთოთ სანთლები,
ავანთოთ სანთლები, უჩინ-უკუნია!
როცა გაქვს სამშობლო,
რაღა დროს წუნია,
რომ გაქვს მომავალი,
რაღას წარსულია:
ვისაც მტერი ჰყავდა, ხმალი მოუქნია,
ვინც ვერ გაუბედა, თავი დაუქნია,
ავანთოთ სანთლები,
უჩინ-უკუნია,
სხვა დროა, სხვა ჟამი, სხვა საუკუნეა!” | ბესიკ ხარანაული