“გახსოვს,
– გაუძელ!
რომ გასწავლიდნენ?
მე გამოვედი და
გითხარი,
– სძლიე!
გახსოვს,
უკან რომ იხევდი გაჭირვებაში?
მე გასწავლიდი,
– მიაწექი, რომ გაგიჭირდება!
გახსოვს,
თავსაც არ უმხელდი შენს ქართველობას,
ახლა კი, მსოფლიო შემოგყურებს,
– გმირი ერი ხარ.
გახსოვს,
მომავალი არ გიკარებდა?
ახლა გეხვეწება –
შეასრულე სამი პირობა:
სძლიე,
მიაწექ,
საქართველო ხარ!”
ბესიკ ხარანაული