ბესიკ ხარანაული: ზ ე ც ი დ ა ნ ს უ ფ რ ა ჩ ა მ ო დ გ ე ს

ზ ე ც ი დ ა ნ ს უ ფ რ ა ჩ ა მ ო დ გ ე ს
ზეციდან სუფრა ჩამოდგეს,
ასი ათასი მხარიო,
ჩარიგდნენ გოგო-ბიჭები,
რო ნეფე-პატარძალიო,
დარბაისელი კაცები,
ტკბილ-ქართულ მოუბარიო,
ქალები საყურიანი
უჟრიალებდათ ქარიო,
მრავალჟამიერ იმღერეს,
ზარი და უხსოვარიო,
ფერხული ცეკვა გამართეს,
შეირყა მთა და ბარიო,
კვირობდა მტკვარი-მეტეხი,
მთაწმინდა-ნარიყალიო,
ჩვენაც კი უხსოვარნი ვართ,
არა ვართ შენამსწვრალიო,
ახალი წელი ფიცავდა,
ამათი მონა ვარიო,
ღმერთი, ცა-ხმელის პატრონი,
გზას იყო მიმავალიო,
დადგა, დაუწყო ყურება,
ვერ ააშორა თვალიო…

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა – ველი მშვიდობისთვის პარტნიორობის გაგრძელებას!