ბესიკ ხარანაული ბზობის დღესასწაულზე

პოეტი ბესიკ ხარანაული ბზობის დღესასწაულს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ლექსით ეხმაურება:ბზობაამ დღეს არავინ აინთებს
გულში უმეტეს გრძნობასა,
არცა ვინ წავა გზობასა,
არც გასწევს დარბაზობასა,
ამ დღეს არავინ იკითხავს,
არც უწყებს გამოცნობასა,
ამ დღეს ვიხარებთ ქრისტესთან
ერთდღიან ზეიმობასა,
ეს დღე ზვარაკის დღე არის,
კაცნი უხმობენ ბზობასა,
თავის თავს უნანიებენ,
რომ ჩაიდენენ ცოდვასა,
რა შვება შესაწირავსა?
რა ნანვა ავკაცობასა?
დიდებით ეგებებიან
ზვარაკის ზვარაკობასა,
ოსანას გაიძახიან,
ვაჰ,
მალვენ თვალთმაქცობასა.