ბესიკ დონაძე: “ქართული ოცნება” მოსული არის საქართველოს გასაძარცვად

“ქართული ოცნება” მოსული არის საქართველოს გასაძარცვად, შესაბამისად იძარცვებიან საქართველოს მოქალაქეები” -ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა და სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა საგანგაშოა. 

ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია და ამასთან “მძვინვარებს კორუფცია” – “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები, არ აქვს მნიშვნელობა მაღალი თანამდებობის, დაბალი, შუა რგოლის, ყველა იპარავს ფულს ბიუჯეტიდან”. 

საგანგაშო დასკვნაა ის, რაც დღეს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური კრიზისი და ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში ასევე მძვინვარებს კორუფცია, ანუ “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები, არ აქვს მნიშვნელობა მაღალი თანამდებობის, დაბალი, შუა რგოლის, ყველა იპარავს ფულს ბიუჯეტიდან, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. ბიუჯეტიდან ფულს იპარავენ, როგორც ტენდერებიდან, ასევე იპარავენ სახელმწიფო ქონებას, მიწებით, ე.წ. აუქციონების სახით, სამშენებლო ნებართვებით, წიაღისეულის ლიცენზიებით და ა.შ.. “ქართული ოცნება” მოსული არის საქართველოს გასაძარცვად, შესაბამისად იძარცვებიან საქართველოს მოქალაქეები.

ის მანიპულაციური ციფრები, რომელსაც ასახელებს, რაღაცა კვარტალს რომელიღაცა წელზე ადარებენ და ა.შ., ეს ყველაფერი არის ტყუილი. ზოგადად “ქართული ოცნება” იტყუება ყველაფერს, ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, არჩევნების წინ ყველაფერს პირდებიან, რომ ყველაფერი იქნება კარგად და შემდეგ ყველაფერი ხდება ცუდად. “ქართული ოცნების” არჩევნების დაპირება რომ ყოფილიყო რომ დენი გაძვირდებოდა 5 თეთრით, ასეთი დაპირების შემთხვევაში საქართველოს რომელი მოქალაქე მისცემდა ხმას “ქართულ ოცნებას”?” – განაცხადა ბესიკ დონაძემ. 

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბავშვებზე, ისე ხანდაზმულებზე. დოკუმენტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 379 957 ბავშვია რეგისტრირებული, მათგან 23 322 — პირველად.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სოციალური მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების სრულფასოვან რეალიზაციაზე და განსაკუთრებით ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები