ბესიკ დონაძე: ინტერნეტ პროვაიდერები სანქციების ქვეშ რომ მოექცნენ, საქართველო დროში გაიყინება

„ინტერნეტ პროვაიდერებისფან გვჭირდება პასუხი, როგორ აპირებენ სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ინტერნეტ პროვაიდერები ბრიტანული სანქციების ქვეშ რომ მოექცნენ, საქართველო დროში გაიყინება.

„რომ დააანონსა „იმედმა“ ბანკს გავაკეთებთო, ერთადერთი შეუძლიაღ იყიდონ დიდი შენობა და გარედან დააწერონ, რომ ბანკია – სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებენ. დავუშვათ, იშოვეს 50 მილიონი და თურნავას გააცემინეს ლიცენზია. ბანკს სჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია, დავუშვათ ეს დოკუმენტაცია გასცა თურნავამ და იმ 50 მილიონს კიდევ 100 მილიონი დაუმატონ, შემდეგ რა ხდება? გადარიცხვები როგორ ხდება? ჩვენ გადარიცხვებისთვის ქართული აპლიკაცია არ გვაქვს. რა აპლიკაციებიც ფუნქციონირებს, ყველა არის ამერიკული და ევროპული, ამაზეა მიბმული ბანკები. ამ გადასახადებიდან ჩახსნა ბრიტანეთმა და როგორ ფიქრობთ ისევ მიაბამს?

ძალიან მარტივად რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, სანქცია მუშაობს ასე: თუ ტელეკომპანია „იმედთან“ ნებისმიერი პირი პირდაპირ, მესამე პირის თუ გვერდის ავლით ითანამშრომლებს, მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, ნაღდი ფული ვიღაცამ რომ მიიტანოს რეკლამებისთვის, რეკლამა ხომ უნდა ვნახოთ, ეს ხომ გამოჩნდება? დაახლოებით 150 მილიონია ყოველ თვე „იმედის“ ბიუჯეტიო, 150 მილიონი როგორ უნდა მიიტანონ ყოველ თვე ქეშის სახით? შეიძლება თქვან, რომ შეუძლებელი არაფერია, შესაძლოა ერთი თვე მიიტანონ, მეორე თვე, მაგრამ რეკლამა არ გავა და კომერციული დატვირთვა არ ექნება ამას, საბოლოო ჯამში მივლენ იქამდე, რომ წყლის დისპენსერსაც ვერ იყიდიან. ამ სანქციას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ „იმედის“ პროპაგანდა, როგორც რუსეთის მხარეს მდგომი ორგანიზაციის, რომელიც რუსეთს საომარ მოქმედებებში ეხმარება თავისი პროპაგანდით, გაჩუმდეს. შესაბამისად, ეს სანქციები ითვალისწინებს შემდეგ რამეს, რომ ამ ტელევიზიებთან მოთანამშრომლე ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი დასანქცირდება.

დღეს „მაგთიმ“ განაცხადა, რომ არაფინანსური ურთიერთობა გვაქვსო; გვაქვს ვალდებულება, რომ რადგან არის ეროვნული მაუწყებელი, ჩემს პლატფორმაზე ჩამონათვალში იყოსო, მაგრამ ინტერნეტიც ვალდებულებაა? „სილქნეტი“, „მაგთიკომი“, „დელტა კომი“ – ეს ინტერნეტ პროვაიდერები ვერ ითანამშრომლებენ „იმედთან“. ინტერნეტ პროვაიდერებისგან გვჭირდება პასუხი, როგორ აპირებენ სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ პროვაიდერები ბრიტანული სანქციების ქვეშ რომ მოექცნენ, საქართველო დროში გაიყინება. ბიზნესის 90% იყენებს ინტერნეტს, იქნება ეს სამედიცინო მომსახურება, განათლება, ბანკები თუ სხვა. ეს საფრთხე რეალურია“, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეკომპანია – „იმედი“ და Postv 24 თებერვალს დაასანქცირა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმედი“ და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს