ბესენტი: აშშ-მა და უკრაინამ რესურსებზე შეთანხმება შესაძლოა მომავალ კვირაში გააფორმონ

აშშ-მა და მ შესაძლოა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება მომავალ კვირაში გააფორმონ – ამბობს -ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ჩვენ გადავეცით დასრულებული დოკუმენტი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ. ამ მომენტში დოკუმენტს უკრაინელები განიხილავენ და იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში დაიწყება სრულყოფილი განხილვები, შესაძლოა ხელმოწერებიც გაფორმდეს”, – ამბობს ბესენტი.
შეთანხმების გაფორმება თებერვლის ბოლოს იგეგმებოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ს ვაშინგტონში ვიზიტის დროს. თუმცა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შორის და საბოლოო ჯამში დოკუმენტის გაფორმება ვერ მოხერხდა.
ინტერვიუს მსვლელობისას ბესენტს ს წინააღმდეგ სანქციებზეც დაუსვეს კითხვა, რომელზეც მან უპასუხა, რომ სანქციების გამკაცრება ან შესუსტება დამოკიდებული იქნება რუსეთის ხელისუფლების სამომავლო ქმედებებზე. “ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი უყოყმანოდ გაამკაცრებს სანქციებს, თუკი ეს მას უპირატესობას მიანიჭებს მოლაპარაკებებზე”, – დასძინა მინისტრმა.
მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ვაშინგტონში განიხილავენ რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებს, საუდის არაბეთში, ელ-რიადში, გამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმებული, შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადების ძალაში შესასვლელად. ტრამპის თქმით, საქმე ეხება ხუთ ან ექვს პირობას.
რუსეთის პირობები კრემლის ვებსაიტზეც გამოქვეყნდა – მათ შორის იყო სანქციების მოხსნა “როსსელხოზბანკისთვის” და მისი მიერთება SWIFT-ის სისტემასთან, რისი განხორციელებაც შეუძლებელია ევროკავშირის თანხმობის გარეშე.
ფორუმი