ბესელია მიანიშნებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი გაერთიანებაა მოსალოდნელი

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ს განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ცენტრების კიდევ უფრო მეტად გამსხვილებაა საჭირო.
ამის შესახებ მან 11 სექტემბერს „ტვ პირველზე“ ისაუბრა.
ბესელიას თქმით, პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომ უფრო მეტად გამაერთიანებელი ოპოზიციური პლატფორმა შეიქმნას.
როგორც ბესელია ამბობს, გამსხვილების საჭიროება განსაკუთრებით იმ ფლანგზეა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგულმა ამომრჩეველმა უნდა იპოვოს არჩევანი.
„რამდენიმე ცენტრია, თუმცა ვნახოთ კიდევ არის თუ არა შესაძლებელი რაღაც ტიპის გამსხვილების პროცესი… ამის [გამსხვილებების] საჭიროებას ვხედავ, განსაკუთრებით იმ ფლანგზე, სადაც არის „ოცნების“ დაკარგული ამომრჩეველი. ეს ფლანგი არის და განსაკუთრებით, დაახლოებით, ის 25%, რომელიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და ფიქრობს ვის მისცეს ხმა. აი, იქ სჭირდება გამსხვილება ამ ტიპის ცენტრს და რაღაც უფრო ძლიერი პლატფორმის ჩამოყალიბება. ამის საჭიროებას მე ვხედავ, ამის საჭიროებას პრეზიდენტი ხედავს პირველ რიგში და ცდილობს ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
ამაზე მეტს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და თუ ეს შესაძლებელი გახდება და რაციონალური ნაბიჯები გადაიდგმება, ეს საერთო შედეგს ძალიან დაეხმარება და იქნება სწორი სვლა… კარგია, რომ მიღწეულია შეთანხმება, რა უნდა მოხდეს ახალ პარლამენტში პირველივე დღიდან [“ქართული ქარტია”], ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ახლა მთავარია, ფორმულა სწორად დალაგდეს სთვის, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, მეტად დაუჯერონ პრეზიდენტს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე გულისხმობს თუ არა ის გიორგი გახარიას პარტიას, რომელიც ამ დრომდე არავისთანაა კოალიციაში და რამდენად არის მათგან მზაობა, რომ გამსხვილებაში მოიაზრებოდეს, ბესელია პასუხისგან თავს იკავებს.
„არ მინდა მოვლენებს დავასწრო და არც ის მინდა, რომ ოდნავ მაინც რაიმეთი პროცესი დაზიანდეს. ახლა სამუშაო პროცესია იმისთვის, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ის ფლანგი, სადაც „ქართული ოცნების“ დაკარგული ამომრჩეველია. ვისურვებ, რომ, მათ შორის, „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ადამიანები ჩაერთონ ამ კონსოლიდირების თუ უფრო მეტი გამაერთიანებელი პლატფორმის შექმნის მცდელობის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ეს კარგად დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ძალისხმევას არ ვაკლებთ ამ პროცესს და რამდენიმე დღეში [გამოჩნდება]“, – აცხადებს ბესელია.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ დროსთვის ოპოზიციაში რამდენიმე კოალიცია არსებობს:
· #5 – ენმ-ის ირგვლივ შექმნილი კოალიცია, რომელიც აერთიანებს: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ევროპულ საქართველოს”;
· #4 – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელიც აერთიანებს: პარტია „ახალს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“
· #9 – “ლელოს” ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „მოქალაქეებს“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანს“.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ (#25) კი ამ ეტაპზე არცერთ ოპოზიციურ კოალიციაში არაა და ჯერჯერობით არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ