პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ 1-ელ ივნისს პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიაზე თანხმობას განაცხადებენ, ხოლო ქარტიას ხელი ორშაბათს, 3 ივნისს, მოეწერება.
“ერთი სიახლე, რაც მინდოდა გამეზიარებინა არის ის, რომ პირველი ივნისი გამოცხადდა თარიღად, როდესაც პარტიებმა უნდა განაცხადონ თანხმობა, რომ ქარტიას უერთდებიან. მისი ოფიციალური, ხელმოწერის ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან იგეგმება, რომ იყოს ორშაბათი. ანუ ორშაბათს გავიგებთ, ვინ აწერს ხელს ქარტიას”, – თქვა მან.