ბესელიას თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ყოფილი დეპუტატი, იურისტი აცხადებს, რომ მის შვილს რატი მილორავას პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ავტოსაგზაო ინციდენტზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ.
ამის შესახებ ბესელია განცხადებას ფეისბუკით ავრცელებს.
“გუშინ 24 საათზე დამირეკეს, რომ ჩემი შვილი რატი საპატრულო პოლიციამ დააკავა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მივედი ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც ჰყავდათ გაჩერებული ავტომანქანა და ჩემი შვილი გადაყვანილი იყო სადღაც…
როგორც მითხრეს ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის მანქანას მიედო ისე, რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული.
ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და გაუშვეს.
მთავარი იწყება ამის შემდეგ: ღამის 24:00 საათიდან 03:00 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ, ხან რას. პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო, მითხრა რომ დიღმის სამმართველოშია, წავედით და იქ არ იყო… როგორც ხდება ამ ბოლო დროს…
ვეძებეთ, ვრეკეთ… ღამის 03:00 საათზე მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ჰქონდათ.
1 საათი ეზოში ჰყავდათ გაჩერებული.
ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო.
ღამე ვერ მოვახერხეთ და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში, როგორც იქნა…
შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით …
ახლა, 15:35 საათია და არც დამკავებელი ვიცი, არც დაკავების ოქმი მაქვს, არც არაფერი რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს.
იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს…
ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით, საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იმავეს განმეორება…
რაც დაარღვია – ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს, მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს – იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩნდება?
4 ადვოკატი ვეძებთ საქმის ავტორს და მასალებს ამ დრომდე…
არ მქონდა წერის თავი ისე ვიყავი ემოციურად, მაგრამ ახლა ვწერ, რადგან პროპაგანდამ ათასი სიბინძურის გავრცელება დაიწყო…
კანონის დაცვას ვითხოვ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს!
სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს, ეს ორივე რეჟიმმა: წინამ და ახლანდელმაც – კარგად იცის!”, – წერს .