ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების წევრები დავით გაბედავა (55 კგ) და გიორგი ალადაშვილი (80 კგ) ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – კონსტანტინ ალექსანდრუს მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ. ქართველმა ჭაბუკებმა სულ რუმუნულ ხალიჩაზე 7 მედალი მოიპოვეს.
80 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია სულაც ქართული ფინალით დაგვირგვინდა და ვერცხლის მედალს ლუკა კოჩალიძე დაეუფლა.
კოჩალიძის მსგავსად, მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს ნიკა აბულაძემ (45 კგ) და ლუკა ფიფიამ (71 კგ). ვახტანგ ლოლუა (60 კგ) და ერეკლე თავბერიძე (65 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ჭაბუკთა ნაკრები ბუქარესტში მთავარმა მწვრთნელმა მამუკა სულთანიშვილმა და მწვრთნელებმა მარად აბულაძემ, უჩა შავაძემ და დევი რეხვიაშვილმა ჩაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს