ბერძენი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საბერძნეთში პოპულარული მედია პლატფორმა Athinorma-ს ჟურნალისტებს უმასპინძლა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბერძნული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს.
„ბერძენი ჟურნალისტები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ალავერდის მონასტერი მოინახულეს, ეწვივნენ სიღნაღს, დაათვალიერეს ღვინის მარნები და ვენახები. კახეთის შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები ყაზბეგს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერგეტის სამება.
ტურის ფარგლებში Athinorma-ს წარმომადგენლებმა მცხეთა და უფლისციხე მოინახულეს. შიდა ქართლში ეწვივნენ ღვინის მარნებს, სადაც გაიმართა ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია. ბერძნული მედიის წარმომადგენლები
ძირითად ინტერესს წარმოადგენს თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციები, ღვინო, გალერეები, ღვინის ბარები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.