საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინა ბერძენიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებით კიდევ ერთ თანამშრომელს ემუქრება. ბერძენიშვილი ბრძანებაში მიზეზად “დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას” ასახელებს.
ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტია გააფრთხილა.
მედიაჩეკერის ინფორმაციით, დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომელს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
ბერძენიშვილმა შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით, ამ დროითვის, 8 თანამშრომელი გააფრთხილა.
