ბერძენიშვილი: ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები დავიტოვოთ ოპოზიციამ, მარტივი მათემატიკაა

გახარიას პარტიის გარდა და ცხადია, ნაციონალური მოძრაობის გარდა ყველა სხვა პარტიას არათუ პრობლემა აქვს 5% იანი ბარიერის გადალახვისა, არამედ როგორც ს შედეგები 2020-ში და 2021-ში, ისე სოციოლოგიური კვლევები, არ ვლაპარაკობ სახელისუფლო კვლევებზე, ადასტურებს მკაფიოდ, რომ 4%-იც კი არა აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას […]
დავუშვათ, 5%-იანი ბარიერი ერთმა ან ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. ხომ იქნება მესამე, მეოთხე, მეხუთე და ა.შ. პარტიები, რომლებიც ვერ გადალახავენ, ეს ხომ 100%-იანი მოლოდინია. თუ პარტიები გავლენ ცალ-ცალკე ან 2-3 პატარა ჯგუფი დაჯგუფდება, ასეთ ვითარებაში, ალბათობა რომ გადალახავენ, არ არის მაღალი. გამოდის, რომ ხელისუფლებას 76 მანდატის შესავსებად, თვითონ ოპოზიცია შეუწყობს ხელს.
მარტივი მათემატიკა გვკარნახობს, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები დავიტოვოთ ოპოზიციამ, როგორც უნდა მოხდეს ეს, მე ვხედავ მარტივად დასანახ გამოსავალს, რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია. არის ქართული ოცნება, არის ნაციონალური მოძრაობა, არის გახარიას პარტია [..] აი, მეოთხე დიდი სუბიექტი ამ რიგში და ოპოზიციაში პირველი ძალის პრეტენზიის მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მთელი საპარლამენტო ოპოზიცია, ნაციონალების და გახარიას გარდა. აქ ვგულისხმობ იმათაც, რომლებიც ამჟამად უპარტიოები არიან.
საუკეთესო იქნებოდა პარლამენტში ყველა: ლელო, მოქალაქეები, გირჩი, რესპუბლიკელები, ევროოპტიმისტები – რა კონფიგურაციას მიიღებენ, ვნახოთ, მელიას მოსალოდნელი პარტია, პარლამენტში იმ ადამიანებსაც ვგულისხმობ, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან და არ არიან პარტიულები, ამ სივრცეში ვხედავ თეონა აქუბარდიას და სხვა ძირითადად ქალ დეპუტატებს, , დროა, ზურა გირჩი გაერთიანდეს. […] თითოეული ამ ჯგუფის ამომრჩეველი გაცილებით უფრო დისტანცირებულია, როგორც ნაციონალური მოძრაობისგან, ისე 20 ივნისზე პასუხისმგებელ გახარიასგან, ვიდრე ერთმანეთთან.
შესაძლებელია, ორი დიდი გაერთიანება იყოს პატარა პარტიების, მაგრამ სინერგია იქნება ნაკლები. პატარებიდან რომელიმე ერთი პარტია თუ არაადეკვატურად მოიქცა, თუ გაჯიქდება, მწარედ დაისჯება. ბარიერის გადალახვის შანსები, პრაქტიკულად, ნულის ტოლი იქნება. […] კარგი იქნებოდა, ევროპული საქართველოც თუ იქნებოდა პატარების დიდ გაერთიანებაში