“ბერნაბეუს” შემდეგ “დინამო არენაზე” – თოფურიამ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება და საჩემპიონო ქამარს წარადგენს

21 მარტს, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ შეხვედრას UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაც დაესწრება.
“მატადორმა” ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“21 მარტს მანდ ვიქნები” – უპასუხა თოფურიამ ქართველ გულშემატკივარს საკუთარ “ფეისბუქგვერდზე”.
შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.
ილია! ჯიგარი ხარ! 21-ერთში მეც ვიქნები და ფეხზე ადგომით დაგიკრავ ტა! იმედია ჩვენი ბიჭებიც გაგვახარებენ კარგი თამაშით, რადგანაც მთელი საქართველო სულმოუთქმელად ველით, ამ მეტად მნიშვნელოვან მატჩში საქ. ნაკრების გამარჯვებას!!!!!!!!!!!!