ბერლინში, ხვალ ფრიდრიხ მერცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას გამოცემა
„ფრანს-პრესი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხვალ, ბერლინში ევროპის ციფრული სუვერენიტეტის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
სამიტის შემდეგ, ფრიდრიხ მერცსა და ემენუელ მაკრონს ვახშამზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეუერთდება.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს მერცის, მაკრონისა და სტარმერის შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.




