ბერლინში რუსეთის ოპოზიციის მსვლელობა გაიმართა

ბერლინში გაიმართა ს ოპოზიციის მსვლელობა ლოზუნგით “რუსეთი პუტინის წინააღმდეგ”. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით ათას ხუთასმა ადამიანმა, ორგანიზატორებმა კი განაცხადეს, რომ მსვლელობაში დაახლოებით 3- 3,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
მარშის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციონერი ფიგურები ილია იაშინი, ვლადიმერ კარა-მურზა და იულია ნავალნაია. ისინი მთავარი კოლონას მიუძღოდნენ წინ.
მსვლელობის მონაწილეებმა ბერლინის ცენტრში რუსეთის საელჩოს გვერდით გაიარეს. აქცია ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდა.
მარშში თავიანთი სიმბოლოებით “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ. ეს არის უკრაინული გასამხედროებული დანაყოფი, რომელიც ძირითადად ს მხარეს მებრძოლი რუსებისგან შედგება.
მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით, პოლიტპატიმრების სახელებით, უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთის დროშები. ისინი სკანდირებდნენ:” რუსეთი პუტინის გარეშე”,” თავისუფლება პოლიტპატიმრებს,” ყველას გაცვლა ყველაში “და” რუსეთი ბედნიერი იქნება “, – ეს ლოზუნგი ს ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა