ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა

ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა – ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა.
მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ქუჩებში “თავისუფალ პალესტინას” სკანდირებდნენ და მოუწოდებდნენ ისრაელს, “შეაჩეროს ომი ღაზის წინააღმდეგ”.
პროტესტს შეუერთდა ექიმთა ჯგუფიც, რომელიც ისრაელს ომის დანაშაულებში, საავადმყოფოების დაბომბვის გამო ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ გერმანელებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს და გამოხატონ სოლიდარობა ღაზაში მოკლული ადამიანების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო