ბერლინში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ოცნების წევრებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების პარალელურად აქტივისტებმა აქცია გამართეს.
“უთხარი არა ქართული ოცნების ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს” – ამ შეძახილებს სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები სასტუმროსთან, სადაც ქართული ოცნების წევრები მივიდნენ.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა გზაა.
2024 წლის 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას გამართავდა.
