ბერლინში ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

23 თებერვალს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Deutsches Theater-ში ქართველი მწერლისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის, პენთესილეა: რეკვიემის პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი ორენოვანი იქნება, ქართული და გერმანული. მასში გერმანელებთან ერთად, ქართველი მსახიობები: ეკა ნიჟარაძე, ანანო მახარაძე და ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი ითამაშებენ – ვიდეოზე კი ზაზა რუსაძე იმუშავებს.
სპექტაკლი ანტიკური მითის ნინო ხარატიშვილისეული ინტერპრეტაციაა, რომელიც ბერძნებისა და ამაზონელი მეომრების ბრძოლას მოგვითხრობს. ტექსტის ავტორი თავად ნინო ხარატიშვილია, ქართული თარგმანი კი მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }