ბერლინში ისევ გააპროტესტეს რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს კონცერტი

უკრაინელმა და უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ბერლინის ცენტრში გააპროტესტეს მუსიკალურ ფესტივალზე, Classic Open Air-ზე რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს გამოსვლა.
გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, 22 ივლისს, საღამოს ბერლინის ჟანდარმენმარკტის მოედანზე შეიკრიბა ორასამდე ადამიანი. საპროტესტო აქციის მონაწილეები კონცერტზე სამ ძირითად შესასვლელთან განაწილდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „Nepotrebko“, „ნუ გაათეთრებთ პუტინის მომხრეს“, „აიძულეთ პასუხი აგოს თავისი არჩევანის შედეგებზე“.
ნეტრებკოს კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო. აქციის მონაწილეები კონცერტზე მისულებს ხვდებოდნენ შეძახილებით: „სირცხვილი“ და „არანაირი სცენა რუსული პროპაგანდისთვის“.
ბერლინში ანა ნეტრებკოს წინააღმდეგ აქციები გაიმართა 2024 წლის ოქტომბერსა და 2025 წლის მაისშიც. უკრაინის მხარდამჭერები აპროტესტებდნენ რუსი სოპრანოს გამოსვლას ბერლინის ოპერის სცენაზე.
2012 წელს ანა ნეტრებკო ს საპრზიდენტო არჩევნებში საჯაროდ უჭერდა მხარს ვლადიმირ პუტინს და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2014 წელს ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის ოპერის თეატრს და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს სოპრანოს, ანა ნეტრებკოს ევროპის და -ის თეატრებთან პრობლემები შეექმნა ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე.
2022 წლის მარტში, ბერლინის ოპერამ გადაწყვიტა, რომ ანა ნეტრებკო აღარ მიიღებდა მონაწილეობას „ტურანდოტის“ ახალ დადგმაში. მაშინ ოპერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თუ ნეტრებკოს მკაფიო პოზიცია არ ექნებოდა, მასთან თანამშრომლობა შეუძლებელი იქნებოდა.
2022 წლის მარტში ნეტრებკომ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ომს გმობს და რუსეთის ხელისუფლებაში არავის მოკავშირე არ არის.
2023 წლის სექტემბერში ბერლინის ოპერამ გადაწყვიტა სცენაზე ნეტრებკოს დაბრუნება, რასაც უკრაინის პროტესტი მოჰყვა.
ფორუმი