ბერლინში გაიმართა ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების შეხვედრა

14 დეკემბერს ბერლინში გაიმართა უკრაინის და -ის დელეგაციათა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, მ და -ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა.
მოლაპარაკების დაწყების შესახებ ცნობა ზელენსკიმ გაავრცელა. დაწყებისას მოლაპარაკებას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც. მხარეები განიხილავენ ში ომის დასრულების გეგმას.
კუშნერის და უიტკოფის ბერლინში ჩასვლის ცნობა 14 დეკემბერს, დილით გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა. მოელიან, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებიც. ტრამპი მანამდე ამბობდა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ევროპაში გამართულ მოლაპარაკებებში, თუკი ამას აზრი ექნება.
14 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის მხარეს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია უკრაინის ბოლო წინადადებებზე სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ზელენსკის თქმით, ამჟამად ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მზად არაა უკრაინის მისაღებად, და ამიტომ , კომპრომისის სახით, მზადაა უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად აშშ-სგან და ევროპისგან, ნატოს გარეთ ყოფნის პირობებში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ბოლომდე არავის არ დააკმაყოფილებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ გამოირიცხოს ს მხრიდან ახალი აგრესიის შესაძლებლობა.
მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტის შეთანხმების მიუხედავად, გადაუჭრელი რჩება ტერიტორიული საკითხები – მათ შორის ს მოთხოვნა უკრაინის არმია გავიდეს დონეცკის ოლქიდან. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ასევე გადაუჭრელია უსაფრთხოების გარანტიათა საკითხები.
კრემლში მანამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისგან მოითხოვენ უარის თქმას ნატოში შესვლაზე, გამორიცხავენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალების ყოფნას ში და ასევე მოითხოვენ სრულ კონტროლს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე.
ფორუმი