ბერლინში ახალი ქართული რესტორანი – „სტუმარი“ გაიხსნა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 5 ივნისს ახალი ქართული რესტორანი “სტუმარი” გაიხსნა, რომლის კონცეფციასა და გახსნის იდეაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი, გიორგი რობაქიძე საუბრობს.
“რესტორანი „სტუმარი” 2024 წლის 5 ივნისს ბერლინის ერთ ერთ ძველ და ულამაზეს უბანში, შონებერგში გაიხსნა. რესტორნის კონცეფციიდან და სლოგანიდან გამომდინარე: “იყავი ჩვენი სტუმარი”- ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართულ ინტერიერს, და ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს. კედლებზე განთავსებული ქართული კალიგრაფიული ნამუშევრებით ვახდენთ ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციას. თითოეული დეტალი დიდი ფიქრის და მუშაობის შედეგად არის გადაწყვეტილი.
გერმანიაში,კერძოდ ბერლინში ქართულ სამზარეულოს კარგად იცნობენ. ჩვენი მიზანია უფრო ფართოდ და სიღრმისეულად გავაცნოთ ჩვენი კულტურა. თითოეულ მომხმარებლამდე მივიტანოთ ქართული კერძების უნიკალურობა გამოხატული გემოების მრავალფეროვნებაში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივი გახლდათ რეკომენდაციები და მასტერკლასი ქართველი შეფმზარეულისგან, ბატონ ლევან კობიაშვილისგან, რომელიც რესტორნის პირველი საპატიო სტუმარი გახლდათ”, – ამბობს გიორგი რობაქიძე.
ვრცლად bm.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ