ბერლინში -უკრაინის მოლაპარაკების გაგრძელებამდე უიტკოფი პროგრესზე საუბრობს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება -უკრაინის მოლაპარაკება სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც ომის დასასრულებლად ს და რუსეთს სთავაზობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია.
14 დეკემბერს ბერლინში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის, ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის, უკრაინის პრეზიდენტ სა და ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელ X-ში უიტკოფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ღრმა დისკუსია ჰქონდათ 20-პუნქტიან გეგმაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და ბევრ სხვა თემაზე და მიღწეულია „დიდი პროგრესი“.
Reuters-ის და Financial Times-ის წყაროთა ცნობით, ზელენსკის ერთ-ერთი წინადადება იყო ნატოში გაწევრებაზე უკრაინის უარი, თუ დასავლეთის სახელმწიფოები ს მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის – კოლექტიური თავდაცვის ანალოგიურ უსაფრთხოების გარანტიებს.
დღეს ბერლინში ჩავლენ საფრანგეთის პრეზიდენტი , დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ისინი აშშ-უკრაინის შეხვედრას შეუერთდებიან, თუ მათი მონაწილეობით ცალკე მოლაპარაკება გაიმართება.
უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, ს მოთხოვნებს, მათ შორის დონბასსა და ნატოს წევრობაზე უკრაინის უარს, გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში ჟენევასა და ფლორიდის შტატში გამართული კონსულტაციების შედეგად.
თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა 20 პუნქტამდე დავიდა.
კიევში 11 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ორი ყველაზე საკვანძო, სადავო საკითხია დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი.
ბერლინში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა მ ლონდონში კონსულტაციები გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხოლო ბრიუსელში – ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან.
ფორუმი