ბერლინი და პარიზი, ICC-ის მიერ გაცემულ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერებს შეისწავლის

გერმანიის მთავრობა სიფრთხილით შეისწავლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გაცემულ დაკავების ორდერს. თუმცა, არ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს გერმანიაში, ისრაელის დელეგაციის ვიზიტის დაგეგმვამდე, აცხადებენ გერმანიის მთავრობაში. ნეთანიაჰუ ბოლოს გერმანიაში 2023 წლის მარტში ჩავიდა და ამჟამად ორ ქვეყანას შორის ვიზიტი არ იგეგმება.
„მიჭირს წარმოდგენა, რომ ჩვენ ამ საფუძველზე დავაპატიმრებდით [ნეთანიაჰუს]“, – თქვა პარასკევს გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა და აღნიშნა, რომ ორდერთან დაკავშირებით სამართლებრივი შეკითხვები უნდა დააზუსტონ. მან არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა ეს კითხვები და არ უპასუხა კითხვაზე, იქნება თუ არა ნეთანიაჰუ გერმანიაში სასურველი სტუმარი.
მან ასევე დასძინა, რომ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ისრაელისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ.
პარასკევს, 22 ნოემბერს, საფრანგეთმა შეარბილა თავისი პოზიცია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ისრაელის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ და განაცხადა, რომ ის აპირებს გათვალისწინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც საფრანგეთში არა გადაწყვეტილება, არამედ მხოლოდ ბრალდების ფორმალიზება უწოდეს.
„საფრანგეთი ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო მართლმსაჯულების მხარდაჭერის გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ლოიალურობას სასამართლოს დამოუკიდებელი მუშაობის მიმართ, რომის სტატუტის შესაბამისად“, – თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კრისტოფ ლემუანმა განცხადებაში.
ლემუანმა ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, თქვა, რომ საფრანგეთის პასუხი რომის სტატუტის პრინციპების შესაბამისი იქნებოდა, მაგრამ უარი თქვა იმის თქმაზე, დააპატიმრებს თუ არა პარიზი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იმ შემთხვევაში, თუ ის საფრანგეთში ჩავა. სპიკერის თქმით, ეს იურიდიულად რთული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას