ბერლინის საკონცერტო დარბაზში დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგო და მრავალჟამიერი შეასრულა (ვიდეო)

ბერლინის საკონცერტო დარბაზში დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგო და თბილისის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მრავალჟამიერი შეასრულა

 “მინდა მოკლედ ვისაუბრო და გავიხსენო ორი მნიშვნელოვანი თარიღი. დღეს გავიდა 17 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან, საქართველოში ს შეჭრიდან, და ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ ქართველ გმირებს, რომლებიც იცავდნენ ჩვენს სამშობლოს. ასევე, დღეს არის 90 წლის იუბილე გია ყანჩელის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიადი კომპოზიტორის, რომლის სახელსაც სიამაყით ატარებს ჩვენი ორკესტრი. და ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე, გვსურს, შემოგთავაზოთ ქართული ტრადიციული სიმღერა მრავალჟამიერი” | თქვა ხუხუნაიშვილმა სიმღერის დაწყებამდე