ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ბერლინის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.
ბერლინალეს მთავარი ჯილდო, ოქროს დათვი გადაეცა წარმოშობით სენეგალელ ფრანგ რეჟისორს მატი დიოპს დოკუმენტური ფილმისთვის Dahomey.
წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კენიელ-მექსიკელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იყო.
ფესტივალის ფარგლებში საპატიო ჯილდო გადაეცა ლეგენდარულ ამერიკელ რეჟისორს მარტინ სკორსეზეს.
74-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:
ოქროს დათვი
Dahomey, რეჟ. მატი დიოპი
ჟიურის გრანპრი, ვერცხლის დათვი
A Traveler’s Needs, რეჟ. ჰონგ სან-სუ
ჟიურის პრიზი, ვერცხლის დათვი
The Empire, რეჟ. ბრუნო დიუმონი
ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის
Pepe, რეჟ. ნელსონ კარლო დე ლოს სანტოს არიასი
ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის
სებასტიენ სტენი ფილმისთვის A Different Man
ვერცხლის დათვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის
ემილი უოტსონი ფილმისთვის Small Things like These
ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის
მატიას გლეიზნერი ფილმისთვის Dying
სხვა პროგრამების გამარჯვებულებსა და ბერლინის კინოფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე.