„ბერლინის კედელი ეს არ არის ვარიანტი“ – ზელენსკი ტერიტორიების შესაძლო დათმობაზე

რუსეთთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა მედიისთვის გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგი 19 მარტს, ღამით გამართა, რასაც წინ უძღოდა მისი სატელეფონო საუბარი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
„ტერიტორიების საკითხი იქნება ყველაზე რთული. მე ამას ვგრძნობ, ჩვენ ეს გვესმის. ეს ჩვენთვის ყველასთვის გამოწვევა იქნება. ამ საკითხებში ს მაქსიმალურად დავიცავთ, მაგრამ იოლი არ იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ესმის, რომ უკრაინა ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად არასდროს აღიარებს.
ს განცხადებით, დღეს უკრაინაში არის გაჭრილი და გაყოფილი ქალაქები და თუ არსებული ხაზები დარჩება, ისინი იქცევიან უსიცოცხლო ადგილებად, რადგან ნახევარ ქალაქში დაბრუნებას არავინ მოისურვებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ იგივე მოხდება დიდ ქალაქებშიც, „ეს იქნება ბერლინი“(მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი).
„მე ეს გულახდილად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს. გვინდა ბერლინი? გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი? ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს არ არის ვარიანტი. ბერლინის კედელი – ეს არ არის ვარიანტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ერთი თვით ადრე, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.
11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე საუდის არაბეთში მოლაპარაკებები 23 მარტს უნდა განახლდეს.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას თავის მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.
ფორუმი