ბერლინის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს უცნობი დრონის დაფიქსირების გამო, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
მედიის ინფორმაციით, აეროპორტის პრესსპიკერმა განაცხადა რომ რეისები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ადგილობრივი დროით 20:08 საათიდან 21:58 საათამდე შეჩერდა.
ბევრი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, მათ შორის დრეზდენში, ლაიფციგში, ჰამბურგსა და ჰანოვერში. გადაიდო ბაზელის, ოსლოსა და ბარსელონას მიმართულებით დანიშნული რეისები და სხვა აეროპორტებში გადამისამართდა ფრენები ლონდონიდან, სტოკჰოლმიდან, ანტალიიდან და ჰელსინკიდან.
ბრანდენბურგის პოლიციის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმხილველმა აეროპორტთან დაახლოებით 20:00 საათზე დრონის დანახვის შესახებ განაცხადა. დრონი საპატრულო მანქანის ეკიპაჟმაც შენიშნა, მაგრამ პილოტის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ – არ მქონდა არანაირი საშვი, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და ამითაც ბედნიერი ვარ