ბერლინალეზე წულუკიანის გარეშე | საქართველოს კინო-ინსტიტუტი საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებლად წარდგება
დამოუკიდებელი ქართული კინოს მხარდასაჭერად შექმნილი საქართველოს კინო-ინსტიტუტი 2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული სტენდით წარდგება. მთავრობისგან დამოუკიდებლად ღონისძიებაში მონაწილეობა პასუხია კულტურის სამინისტროს მიერ გატარებულ კინო რეპრესიებზე. კინო-ინსტიტუტის წევრები ბოიკოტის რეჟიმში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ საზოგადოებას სტრატეგია გააცნეს, თუ როგორ აპირებენ თეა წულუკიანის რეპრესიების პარალელურად ქართული კინოს დახმარებას საერთაშორისო ასპარეზზე.
