„ბერლინალეზე” ლევან აკინის ფილმმა მოიგო ჯილდო საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის

ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” (“Crossing”) მოიპოვა „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი „საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის” (Teddy Jury Award: Ensemble Cast). წლევანდელი „ბერლინალეს” პანორამის სექცია სწორედ ლევან აკინის ფილმით გაიხსნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მზია არაბული და ლუკა კანკავა.
„ლია ყოფილი მასწავლებელია, რომელიც დიდი ხნის დაკარგულ დისშვილს ეძებს. იგი ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება, სადაც შეხვდება ევრიმს, ადვოკატს, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის. თეკლა კი დეიდასთან საერთო ენას პოულობს”, – ასეთია ფილმის ლევან აკინის ახალი ფილმის აღწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც