ბერდია სიჭინავა – სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით – თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები

კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს ს დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მსგავსი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ არის სწორი, მათ შორის, „გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს“.
სიჭინავა გამოსავალს ხედავს ხელისუფლების იძულებაში, წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, ქვეყნის დაბრუნება ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში და არა კონსტიტუციურ მოუსავლეთში გაშვება.
კონსტიტუციით არის მოწესრიგებული კონკრეტული მექანიზმი – რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მთავრობის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სპირალში უნდა შევიდეთ. კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას. პრეზიდენტს რომც გააჩნდეს ასეთი ტიპის ბერკეტი, რაღაც აქტი გამოსცეს, რა ხდება მერე? – კალანდარიშვილის ადგება და ახალ არჩევნებს ჩაატარებს? ამიტომ, ასეთი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ იქნება სწორი, მათ შორის, გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს.
ეს არის გრძელვადიანი, პროტესტი გრძელვადიანი ბრძოლა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მოქმედებები და მოლოდინების სწორი მართვა. სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ ხელისუფლებას ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მან შეაფასა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და აღნიშნა, რომ ვითარება ქვეყანაში კრიტიკულია.
მისივე მოსაზრებით, ახალი არჩევნების დანიშვნას მაშინ ექნება აზრი, თუ არ იქნება დეპოლიტიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ახალი ადმინისტრაცია ცესკოში, სუს-ში, ანტიკორუფციული სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
„სიტუაცია არის კრიტიკული, თუმცა საზოგადოებას არ მინდა არასწორი მოლოდინები შევუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან, თითქოს 29 დეკემბრამდე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და საერთო გამოსავალს ვიპოვით.
ჩვენს პოლიტიკურ ძალას არასდროს გვიჩქარია, გადაწყვეტილებები ყოველთვის თანმიმდევრულად მიგვიღია და მტკიცე პოზიცია გვაქვს შეხვედრების დროს. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ჯანსაღი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება.
არჩევნების ჩატარება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაუცია ეუთო/ოდირს სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითად 2021 წელს, მაგრამ „ოცნებამ“ ბევრად უფრო გაუარესებულ პირობებში ჩაატარა არჩევნები. ნებისმიერი რეკომენდაცია, ან ევროკავშირის, ან ეუთო/ოდირის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, „ოცნების“ თავზე მგლის სახარების კითხვას ჰგავს.
როდესაც ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ძალიან მკაფიო უნდა იყოს ჩვენი გზავნილი. ჩვენი პოლიტიკური ძალა ამას მკაფიოდ უსვამს ხაზს: თუ დეპოლიტიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტები არ გვეყოლება, მათ შორის ახალი ადმინისტრაცია ცესკოში, ასევე სუს-ში, ანტიკორუფციული სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ახალი ტიპის არჩევნებს ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ – საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე