პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით პარტიას პოზიცია არ შეუცვლია.
სიჭინავა „ფეისბუქის“ გვერდზე „ბინძურ პროპაგანდას“ უწოდებს ამ საკითხზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„იმედის“ ბინძურ პროპაგანდაზე: ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში. ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს.ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც. ნუ აჰყვებით „იმედის“ ცრუ პროპაგანდას“, – წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.
