ბერდია სიჭინავა ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს ვეკითხები: რატომ ითანამშრომლეს მურუსიძის სასამართლოსთან? გირაოს თუ გადაიხდიან? დაუწიონ ემოციებს და სისულელეების ყრანტალს შეეშვან – არც ზურაბიშვილის ფორმატიდან გასვლა იქნება პრობლემა

კრიტიკის მიმართ რეზისტენტულები არ ვართ, მაგრამ არსებობენ ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომელთა აზრი არ გვაინტერესებს. ეს იყო პერსონალურად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება – „ქართული ოცნება“ ამ კომისიას ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყენებს და ერთი ადამიანის, გიორგი გახარიას გარდა, არ აღმოჩნდა, რომელიც იქ მივიდოდა და მათ დაუპირისპირდებოდა,- ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლას გამოეხმაურა.
სიჭინავამ ახსნა, რატომ მიიღო გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლის გადაწყვეტილება.
„გიორგი გახარია არასდროს გაქცევია კითხვებს და ამ ფორმატშიც უპასუხა კითხვებს. „ქართული ოცნება“ ამ კომისიას ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად და ჩვენს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით იყენებს. „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ომისა და მშვიდობის ნარატივზე იყო აგებული და შემდგომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ – „მშვიდობაზე მეტი უნდა გველაპარაკაო“, ამიტომ დღეს ამ ინსტრუმენტს „ოცნება“ ცალმხრივად იყენებს და ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც იქ მივიდოდა და მათ დაუპირისპირდებოდა. ყველაფრის გაუფასურებას ცდილობენ – ანწუხელიძის გმირობის, ყველაფრის თავიანთ ხალხში ამოგვანგლოს, როგორც თავად არიან ჩაფლულები ლაფში, ასე ცდილობენ ყველაფერს ტალახი მოსცხონ. ს საქართველოში ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ, ეს პრობლემაა. ანწუხელიძის თავდადება არაფერი არ უნდა იყოს, რადგან მისმა თავდადებამ შეიძლება ვიღაც გააჩეროს – კოლექტიური მდინარაძეები, ები, ალუდა ღუდუშაურები, ზარქუები – ეს ბიძინა ივანიშვილის საოცნებო საქართველოა, სადაც ყველა იმ აზრზე იქნება, რაზეც ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ებრძვიან გმირებსა და ფასეულობებს, ერთადერთი ფასეულობა „ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყნის გაღლეტაა…
მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ლეგენდები ტრიალებდა, რომ გახარია ვიღაცის გამო გადადგა, რომ უცხოელებმა გადააყენეს, ამ კითხვებს ყველანაირად დამაჯერებელი პასუხები გასცა. დღეს უკვე კითხვები აღარ არსებობს, რომ გახარიას გადადგომის ღამეს, გიორგი გახარიას გვერდის ავლით ის „უჩინარი ხელი“ – ივანიშვილი – რაღაც პროცესებს ალაგებდა. ეს არ უარუყვია. კომისიის წევრებს მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მოეთხოვებათ და სულ მოწმეები ყოფილან მაშინდელი პროცესების. ობიექტურობის პრინციპიც ვერ დაიცვეს. 6 თუ 7 ადამიანი ესხმოდა თავს და ამის პირობებში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა გავაშიშვლეთ. დღეს ეს ადამიანები არიან სირაქლემასავით თავჩარგულები, თავლებს ვერ უსწორებენ ვერანაირ პრობლემას, კომისიობანას თამაშობენ, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვერ გამოდიან. მათ ველზე უნდა გადავიდეთ და მათ ამომრჩევლებს ველაპარაკოთ, რომ ასეთი მაჩანჩალები არიან.
რაც შეეხება ს დაკავების საკითხს, იმ ღამეს ოპერაციის ჩატარება გარდაუვალ სისხლისღვრას გამოიწვევდა. როდესაც გახარიამ ეს გადაწყვეტილება დააფიქსირა, უმეტესი პოლიტსაბჭოს წევრი იზიარებდა მის აზრს, მაგრამ უცებ, აბსოლუტურად ყველა მათგანმა შეიცვალა პოზიცია. 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავედიო, მაგრამ მას შედეგ, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ხელის ფათური პოლიტიკურ პროცესებსა და გადაწყვეტილებებში, დავალებების მიცემა მინისტრისთვის. მიზანი იყო, რომ ბუჩქებიდან ყოფილიყო, რომ ისევ ლიდერი ყოფილიყო და ისეთი პრემიერ-მინისტრი ჰყოლოდა, როგორიც დღეს ჰყავს. ხომ იცით როგორი პრემიერ-მინისტრიც არის? რასაც გინდა იმას ალაპარაკებ, რასაც გინდა, იმას დაარქმევ და დაუძახებ“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება პარლამენტში მისვლის გამო გიორგი გახარიას მისამართით ოპოზიციური პარტიების კრიტიკას, ბერდია სიჭინავა მათ „ემოციების მოთოკვისკენ“ მოუწოდებს.
„საერთოდ არ გვადარდებს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. კომისიასთან თანამშრომლობას ნუ გაასაღებენ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემად. ამიტომ ამ ადამიანებმა ენას კბილი დააჭირონ. ამ ადამიანებს ვეკითხებით, რომლებიც კომისიასთან არ თანამშრომლობის გამო ბრალდებულები არიან, რატომ ითანამშრომლეს მურუსიძის სასამართლოსთან? გირაოს თუ გადაიხდიან? დაუწიონ ემოციებს და სისულელეების ყრანტალს და შეურაცხმყოფელ შეფასებებს შეეშვან. ცოტა დაწყნარდნენ, თავიანთ შემომწირველებს შეხედონ, ფული საიდან აქვთ, მერე ვისაუბროთ სხვა რაღაცებზე. ცოტა აზრზე მოვიდნენ ეს ადამიანები“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება იმას, რომ საგამოძიებო კომისიასთან ართანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება იყო, ხოლო პარლამენტში გახარიას მისვლის შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია მათ პარტიას მეხუთე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციების ფორმატის დატოვება მოუწიოს, ბერდია სიჭინავა აცხადებს, „არც გასვლა იქნება არანაირი პრობლემა“.
„გიორგი გახარია გვარამიას დაჰპირდა რამეს? არც ს ფორმატიდან გასვლა იქნება პრობლემა. მხოლოდ 2 საკითხზე გვაქვს გადაკვეთის წერტილები, დანარჩენ საკითხებზე არანაირი კავშირი არ გვაქვს. რა ვალდებულებებზე საუბრობენ? ცოტა დაწყნარდნენ, რაციონალურად შეხედონ რაღაცებს და დღეს თუ ნანობენ, რომ კომისიაზე არ მივიდნენ, ეს სხვა საკითხია“, – აღნიშნა სიჭინავამ.
რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა ვერ მოესწრება და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა „კიდევ ერთხელ შეეძლებათ“, სიჭინავას თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ აკრძალავდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ვერ აკრძალავდნენ, დარწმუნებული ვიყავი. ეს დიქტატურის გაფორმება იქნება, ყველა ხიდს დაწვავენ და მოლაპარაკებისთვის სივრცეს აღარ დატოვებენ? რომ წაუგდიათ ენა, ვის აკრძალავენ? გივი მიქანაძეს? ს? თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა კი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. არ მჯერა, რომ სხვა პარტიები ამ სთვის არ ემზადებიან. თვითმმართველობის არჩევნების საკუთხი წყალგამყოფი არ უნდა გახდეს. საზოგადოების დაკვეთა ეს არ არის“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ