ბერდია სიჭინავა – ზუსტად ასე იყო 2011-2012 წლებში, ჩხრეკის იგივე მეთოდები, შევარდნა ადამიანებთან – ეს არის კობახიძისა და მისი ვიწრო გარემოცვის მიერ დაგეგმილი ღონისძიება – „ოცნება“ უფსკრულში, ისეთ გვირაბში შედის, საიდანაც გამოსავალი მისთვის აღარ იარსებებს

რომელ ფინანსებსა და გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ, როცა შავი ფულის ბუღალტერიაზე დგას თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ფინანსები?! – ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ გახარია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის სახლში მიმდინარე ჩხრეკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოქმედებები არა პროკურატურაში, არამედ „ოცნების“ ოფისშია დაგეგმილი.
„ყველა ხვდება, რომ ეს არის მცდელობა დააშინონ ადამიანები, გააგრძელონ რეპრესიები და მაქსიმალურად გადაკეტონ ყველა არხი, რესურსი იმისთვის, რომ ასეთმა ფონდებმა ვერ შეძლონ, მათ შორის, იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ყოველდღიურ პროტესტში არიან ჩართული და რეპრესიული ჯარიმების, ფინანსური სანქციების ქვეშ არიან ხელისუფლების მხრიდან. ყველაზე დიდი და ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ეს არ არის პროკურატურაში დაგეგმილი ღონისძიება, ეს არის დაგეგმილი „ოცნების“ ოფისში, კობახიძისა და მისი ვიწრო გარემოცვის მიერ. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მე არ ვიცი, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ „ქართული ოცნება“ ახლა უფსკრულში ისეთ გვირაბში შედის, რომლიდანაც გამოსავალი მისთვის უბრალოდ არ იარსებებს. ეს არის მოცემულობა რაც გვაქვს. რაც შეეხება მუხლებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, საბოტაჟის და ა.შ. ეს ძალიან ჰგავს ფილმის სიუჟეტს, რომელიც გვგონია, რომ წარსული ცხოვრების ნაწილი იყო, ფილმებად დაგვამახსოვრდა და რეალობა უკვე აღარაა. რა მტრულ საქმიანობაში დახმარება, რა საბოტაჟი, რა უცხოეთის დაქვემდებარებული ორგანიზაციები, რა უცხოური ფინანსები, წარმოგიდგენიათ რაში გვამყოფებენ ეს ადამიანები?! ზუსტად ასე იყო 2011-2012 წლებში, ზუსტად იგივე მეთოდებით. ჩხრეკის იგივე მეთოდები, შევარდნა ადამიანებთან, ორსული ადამიანების დაწიოკება… ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებას ატარებს, მინიმუმ სწავლობს ოჯახს შიგნით ვინ შეიძლება იყოს, ჩხრეკაზე ვინ შეიძლება დახვდეს, ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება განიცადოს თუ არ განიცადოს. ამას შესაბამისი ცოდნა და დაგეგმვა სჭირდება. მთელი უბედურება ის არის, რომ მ, მდინარაძემ და ვიღაც ადამიანებმა, სადღაც ოფისში დაგეგმეს, დავალება მისცეს პროკურატურას და პროკურატურა იძულებულია ამ დავალების მძევალი იყოს.
[რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ აქციები დასასრულისკენ მიდის მას შემდეგ, რაც ფინანსური წყაროები გადაიკეტა], როგორ გგონიათ, რომ [აქციაზე] რომელიმე ადამიანი ფულს იღებდა? ფულით ჩამოყვანილი ადამიანების პროტესტი გვინახავს ჩვენ, ოღონდ გვინახავს „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან. ს სიტყვას არ ესწრებოდნენ ეს ადამიანები ბოლომდე, ისე გარბოდნენ სამარშრუტო ტაქსებით უკან დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში. რომელ ფინანსებსა და გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ, როცა შავი ფულის ბუღალტერიაზე დგას თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ფინანსები, საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებში რომ აფათურებენ ხელს და ყვლეფენ ამ ქვეყანას. რომელ შავ ფულსა და გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ, რომელ უცხოურ დაფინანსებაზე?! ერთადერთი, ვინც საბოტაჟს აწყობს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და გადატრიალებას უწყობს საკუთარი ქვეყნის მომავალს, საკუთარ ხალხს, არის „ქართული ოცნება!“
როცა პროტესტზე მისულ მოქალაქეს სჯი 5 ათასლარიანი ჯარიმით, რომელსაც 700-800 ლარზე მუშაობა უწევს და ქირა და სწავლის ფული უნდა გადაიხადოს, ხარ ნაძირალა, ხარ რეჟიმი, რომელიც უნდა ჩამოიშალოს! ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. ნურავის ექნება განცდა, რომ პრივილეგიებს შეინარჩუნებენ. ყველას მოუწევს პასუხისგება. ნურავის გაუკვირდება სანქციების სიაში მოხვედრა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება სხვა თემებს, როგორც მან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური პარტია ნებისმიერი სთვის უნდა იყოს მზად.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად. მიზანშეწონილობას იმასთან დაკავშირებით, ამ არჩევნებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ამისთვის საკმარისი დრო არსებობს. საკმარისია დრო, რომ გადაწყვეტილება საჯაროდ გამოვაცხადოთ იმასთან დაკავშირებით, ვიღებთ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება არჩევნების მზაობას, ნებისმიერი არჩევნებისთვის ვემზადებით და ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს პარტია. მე არ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია არჩევნებისთვის მზადების გარეშე. წარმოუდგენელია. ე.ი. ფორმაში არ ხარ, ე.ი. პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობ, ე.ი. ინფრასტრუქტურა აღარ გაგაჩნია. მე ბრძოლის ყველა ხერხს ვამართლებ, რომელშიც შეიძლება პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს და არჩევნები არის ერთ-ერთი გზა. რა ვქნათ, ყურები ჩამოვყაროთ? არ ველაპარაკოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მისცეს „ოცნებას“? არ უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ რა არის „ოცნება“ და რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გზას გადის, ასეთ მოძალადე სისტემაზე დგას ზუსტად?!
, რომელიც ემსახურა ორი ათწლეულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს, წარმოგიდგენიათ სამჯერ გააგდო… დარაჯს არ გააგდებენ ისე პარტიიდან, ირაკლი ღარიბაშვილი რომ გააგდო ბიძინა ივანიშვილმა, თან მესამედ. ღარიბაშვილი გააგდეს მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენეს. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე არც არასდროს ყოფილია და არასდროს არავინ ეკითხებოდა. ღარიბაშვილის პერსონალური გადაწყვეტილებები და პერსონალურად მიეღო ეს გადაწყვეტილება, აბსურდია. დაუძახებენ? – წავა პოლიტიკიდან. ისევ გამოიხმობენ პოლიტიკაში? – ისევ შემობრუნდება. ბიძინა ივანიშვილი რასაც გადაწყვეტს, ისე გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც კი დაუსტვენს ერთი ადამიანი, მივა და გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ისე, რომ არ შერცხვება, იმ პირად შეურაცხყოფასაც გადაყლაპავს, რომელიც ამ ადამიანს მიაყენეს, ირაკლი კობახიძის და მისი გარემოცვის ხელით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.