ბერდია სიჭინავა – ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამბობს: „არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას“, დადგება 4 აგვისტო, სიებსაც წარადგენენ, რეგისტრაციასაც გაივლიან, მერე კი უტიფრად დაგელაპარაკებიან, რომ ხმა უნდა მისცეთ

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამბობს – „არ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას“, დადგება 4 აგვისტო, როდესაც სიებსაც წარადგენენ, საარჩევნო რეგისტრაციასაც გაივლიან და მერე უტიფრად დაგელაპარაკებიან, რომ ხმა უნდა მისცეთ მათ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, არჩევნებზე უარის თქმას, სერიოზული დასაბუთება სჭირდება.
ამასთან, სიჭინავა აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის ს პარლამენტის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან დაკავშირება აბსურდია.
„არ მინდა „ლელოს“ კამპანიაში ჩავერიო. კატეგორიულები არიან და ამის საპირისპირო მოცემულობა შეიძლება დაუდგეთ და მიიღონ მონაწილეობა [ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში], ამას კი ვერ ახსნიან. პირდაპირი ინდიკატორია ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ემზადება ახალი არჩევნებისთვის, მომდევნო არჩევნებისთვის, რომელიც მოუწევს. თვითმმართველობას რაღაც კუთხით რომ უკავშირებენ საპარლამენტო ლეგიტიმაციას, სისულელეა, აბსურდია. რა კავშირი აქვს ერთ არჩევნებს მეორე არჩევნებთან – ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, უმაღლეს საკანონმდებლო [ორგანოს] არჩევნებთან?
ჩვენი ძალა არის გულწრფელობა. ჩემ ამომრჩეველს არ მოვატყუებ, თუ ვიტყვი არ ვმონაწილეობ – ამას გავაგებინებ. ახლა პირდაპირ გეუბნებით, ნებისმიერი არჩევნებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ინსტრუმენტი. არჩევნები არის ძალა, რომლითაც შეგიძლია ხელისუფლება შეცვალო. არჩევნებზე უარის თქმას, სერიოზული დასაბუთება სჭირდება.
ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამბობს – „არ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას“, დადგება 4 აგვისტო, როდესაც სიებსაც წარადგენენ, საარჩევნო რეგისტრაციასაც გაივლიან და მერე უტიფრად დაგელაპარაკებიან, რომ ხმა უნდა მისცეთ მათ“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კითხვაზე, რა გეგმა აქვს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებთან დაკავშირებით, სიჭინავა პასუხობს, რომ პარტია ყველა არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ „ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ბევრ ცვლადზეა დამოკიდებული“.
„ამაზე პასუხს ახლა არ გეტყვით. გიდასტურებთ, რომ დიახ, ჩვენ ვემზადებით ყველა არჩევნებისთვის, მაგრამ საარჩევნო რეგისტრაციის დრო რომ მოვა, ბოიკოტს გადავწყვეტთ თუ არა, ამას გაგაგებინებთ. სხვებივით არ მოგატყუებთ, არ მონაწილეობა, მაგრამ თან ვმონაწილეობთ, თან ვეპარებით არჩევნებს და ა.შ.“,- განაცხადა სიჭინავამ.
ამასთან, სიჭინავა ფიქრობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას.
„რატომ იქნება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმაციის მინიჭება. 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაცია მივანიჭეთ? ამ პარტიების ნაწილმა რატომ არ გამოუცხადა ბოიკოტი 26 ოქტომბრის არჩევნებს? არ ეგონათ, რომ გააყალბებდნენ? შენ თუ მებრძოლი ხარ, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო. რა ხდება მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას? თუ გვარამია ან „ლელო“ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამით საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება? პირიქით, თუ „ოცნებას“ გაყალბების ინსტრუმენტის გამოყენება კიდევ მოუწევს, უფრო გაირიყება“, – განაცხადა სიჭინავამ.