ბერდია სიჭინავა – ვითომ კომისიაში გამოგვიყვეს ადგილები, რა თქმა უნდა, ამ სიგიჟეში არ მივიღებთ მონაწილეობას – უბრალოდ, სასაცილოა

“ქართულ ოცნებას“ სამშობლოს ღალატის მუხლზე კამპანია ჰქონდა და ბოლოს რა გამოდგა? – მთელი ქვეყანა მოღალატეს ეძახის ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს,-ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, ეს „სასაცილოა“.
მისივე შეფასებით, წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის საქმის გამოძიება 6 თვეში.
„როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს ბერკეტები მათ წინააღმდეგ იმუშავებს. კამპანია ჰქონდათ სამშობლოს ღალატის მუხლზე და ბოლოს რა გამოდგა? – მთელი ქვეყანა მოღალატეს ეძახის ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ქუჩაში ვერ გამოდიან ეს ადამიანები, რადგან იციან, რომ სამშობლოს უღალატეს, საკუთარ ქვეყანას სულში ჩააფურთხეს. გარეთ ვერ გამოდიან.
ნუ გგონიათ, რომ რამე განსაკუთრებული მუხლი შემოაქვს ს. ასე თუ გააგრძელებენ, ქართველი ხალხის მიერ მუხლი უკვე წარდგენილიც აქვთ და დარწმუნებული ვარ, განაჩენებიც დადგება ამ ადამიანებზე.
რაც შეეხება კომისიას, სასაცილოა უბრალოდ. ხანდაზმულობის ვადა გასდის სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმეები? გურამ მაჭარაშვილი გამოიძიებს ამ საქმეს? ასეთი ტიპის შრომატევადი საქმის გაწევა 6 თვეში წარმოუდგენელია.
ახლა, რაც ხდება, არის პოლიტიკური საკითხი, ამას სამართლებრივ საკითხთან კავშირი არ აქვს “, – განაცხადა სიჭინავამ.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, კომისია არის არალეგიტიმური, რადგან პარლამენტია თავად არალეგიტიმური.
„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, დაქუცმაცებულია, ან რა დროს ს და „ნაციონალურ მოძრაობის“ დაბრუნებაა. ეს კომისია არის არალეგიტიმური ერთი მიზეზის გამო – პარლამენტია თავად არალეგიტიმური. ვითომ კომისიაში გამოგვიყვეს ადგილები, რა თქმა უნდა, ამ სიგიჟეში არ მივიღებთ მონაწილეობას. მე როგორ უნდა დამიბარონ ამ კომისიაში და „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელ საქმეებზე გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მკითხონ. ადამიანები, რომლებიც ზოგი კუდ-ის ადვოკატი იყო და ზოგი ს საქმეში იყო ბრალდებული“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.