ბერდია სიჭინავა: გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მოწმეები არიან ნანა კაკაბაძე, ვახტანგ შაქარაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახი კახიშვილი და სხვები

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე 2 ეპი­ზოდ­ზე აღიძ­რა საქ­მე, ბრალს არ აღი­ა­რებს. ამის შე­სა­ხებ გა­ხა­რი­ას ად­ვო­კატ­მა ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და,

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­დგე­ნილ საქ­მე­ში ნანა კა­კა­ბა­ძის, ვახ­ტანგ შა­ქა­რაშ­ვი­ლის, კახი კა­ხიშ­ვი­ლის და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ჩვე­ნე­ბე­ბი დევს.

“ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია ის, რაც ის­მო­და ამ პე­რი­ოდ­ში. დევ­ნა, ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ თვე­ე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ვენ­დე­ტა. ორი უწყე­ბა, რო­მე­ლიც გა­ხა­რი­ას უყე­ნებს პრე­ტენ­ზი­ას, ეს არის ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი და ივა­ნიშ­ვი­ლის მსა­ხუ­რის პრო­კუ­რა­ტუ­რა.

ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბას გა­ვე­ცა­ნით, რო­მელ­შიც მშრა­ლად გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბია, თით­ქოს ჩორ­ჩა­ნა­ში სა­გუ­შა­გოს ჩად­გმით, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი შე­ი­ლა­ხა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ თურ­მე ეს სუს-მა მა­შინ ცხე­ლი ხა­ზი­დან გა­ი­გო. ამ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბი არი­ან ვინ­მე ნანა კა­კა­ბა­ძე, ვინ­მე ვახ­ტანგ შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, კახი კა­ხიშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

ს საქ­მე იქ­ნე­ბა პრე­ცე­დენ­ტუ­ლი საქ­მე, რომ­ლის­გა­ნაც ვერ გა­მოძ­ვრე­ბა “ოც­ნე­ბის” ვერც ერთი წევ­რი. გი­ორ­გი გა­ხა­რია ბრალს არ აღი­ა­რებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის­თვის წა­უ­ყე­ნეს. მას ედა­ვე­ბი­ან ქარ­თუ­ლი მი­წის დაც­ვას” – თქვა ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს ორი ეპი­ზო­დის გამო. მას ედა­ვე­ბი­ან “გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს“ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და ჩორ­ჩა­ნას სა­გუ­შა­გოს ეპი­ზოდს. მას ისე­თი მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნე­ბენ ბრალს, რომ­ლი­თაც 13 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.