ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ დაუშვილი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიაში მისივე სურვილით არ არის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საარჩევნო სიაში მისივე სურვილით არ არის. ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს სთანაც განუცხადა, სადაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია დაარეგისტრირა.
როგორც ბერდია სიჭინავამ განაცხადა, წარმოდგენილ სიაში ახალგაზრდა ადამიანების სიმრავლეა.
„სია მაქსიმალურად მერიტოკრატიული პრინციპებით შეირჩა. ჩვენს სიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ქალბატონები, რადგან ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით ჩვენი პარტია ამ წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამდა. ვფიქრობთ გენდერული ბალანსიც დაცულია.
ვფიქრობ, რომ მოცემულობა ძალიან მარტივია, ბოლო წლების განმავლობაში “ოცნება” სრულად ასცდა იმ ფასეულობებს, რითაც ხელისუფლებაში მოვიდა”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.