ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. ყველამ კარგად იცოდეს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ოღონდ, არჩევნები ჩატარდება წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის პირველ იანვარს.
მოვუწოდებ ნიკა მელიას, დამარცხებული თავმჯდომარის კანდიდატობის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.
ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისის და ამბროლაურის საკრებულოების ფრაქციების განცხადებებზე. კერძოდ, ენმ-ის ფრაქციების თავმჯდომარეები და წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.