ბეჟან წაქაძის შთამბეჭდავი უძრავი ქონება – “სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში ჩასვლა”

“სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­მი­წე­სონ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ეს არის ჩემს ზეს­ტა­ფონ­ში და რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა“, – ეს სი­ტყვე­ბი დე­პუ­ტატ ბეჟან წა­ქა­ძეს ეკუთ­ვნის. ის ერთ-ერ­თია ოც­ნე­ბის 84 დე­პუ­ტატს შო­რის, რომ­ლებ­მაც “გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ მე­სა­მე მოს­მე­ნი­თაც და­უ­ჭი­რა მხა­რი.

“ბეჟან წა­ქა­ძის ოჯა­ხი თუ არ წავა ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში თუ არ იმოგ­ზა­უ­რებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დგას წინ“, – ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დე­პუ­ტა­ტი.

მარ­თა­ლია, წა­ქა­ძის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მისი ოჯა­ხი წავა თუ არა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ მის შთამ­ბეჭ­დავ ქო­ნე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ის კი­დევ ერთი მი­ლი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სია ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში.

  • ბეჟან წა­ქა­ძის დეკ­ლა­რა­ცია

დე­პუ­ტატ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტში ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავს მხო­ლოდ მე­უღ­ლე ნონა ბურ­კა­ძე. თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ წა­ქა­ძეს ერთი ვაჟი ჰყავს, ბი­ძი­ნა წა­ქა­ძე, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

პო­ლი­ტი­კო­სის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მისი მე­უღ­ლის ნონა ბურ­კა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ჩუ­ქე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი ვა­ნის რა­ი­ონ ცი­ხე­სუ­ლორ­ში. ქალს ასე­ვე 2023 წელს აჩუ­ქეს თბი­ლის­ში მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 86 კვ.მ. დამ­ხმა­რე ფარ­თი, 142.8 კვ. მ. ტექ­ნი­კუ­რი მოხ­მა­რე­ბის ტე­რა­სა.

დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლემ 2015 წელს ვა­ნის რა­ი­ონ მუ­ქედ­ში 9910 კვ.მ. და 29 869 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი შე­ი­ძი­ნა. 2012 წელს კი თბი­ლის­ში, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ხე­ლოს­ნო, რო­მელ­შიც 194 040 ლარი გა­და­ი­ხა­და. 2013 წელს 33 ათას ლა­რად, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ავ­ტო­ფა­რე­ხი იყი­და. 2012 წელს კი ორი ავ­ტო­ფა­რე­ხი, ორი­ვე თბი­ლის­ში და ორი­ვე ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე.

2012-2013 წლებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას ქო­ნე­ბა გა­ი­ზარ­და. 132 ათას ლა­რად ქალ­მა სო­ფელ წავ­კის­ში 993 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. იმა­ვე წლებ­ში 264 ათას ლა­რად ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე 446.4. კვ ბინა და სამ­ტრე­დი­ა­ში 105 600 ლა­რად კი­დევ ერთი ბინა იყი­და.

2013 წელს ნონა ბურ­კა­ძემ 1 069 200 ლა­რად სო­ფე­ლი წავ­კის­ში 325,87 კვ.მ. აგა­რა­კი შე­ი­ძი­ნა.

შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბით მე­უღ­ლეს არც დე­პუ­ტა­ტი ჩა­მორ­ჩე­ბა. 2021 წელს ბეჟან წა­ქა­ძეს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ონ მე­ო­რე სვირ­ში 4301 კვ.მ. 1985 კვ.მ. 1210 კვ.მ. და 1215 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი აჩუ­ქეს, ხოლო იმა­ვე სო­ფელ­ში 2019 წელს წა­ქა­ძეს 1370 კვ.მ. მიწა აჩუ­ქეს.

2013 წელს პო­ლი­ტი­კოს­მა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რო­გორც ამ­ხა­ნა­გო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა 1 ლა­რად 94,6 კვ.მ. ბინა მი­ი­ღო.

2019 წელს დე­პუ­ტატ­მა მე­ო­რე სვირ­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ მი­წა­ზე აგა­რა­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც 100 000 ლარი და­უჯ­და.

მე­ო­რე სვირ­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას 2013 წელს წა­ქა­ძემ 500 კვ.მ. მიწა შე­მა­ტა, რო­მე­ლიც 3 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

2005 წელს კი წა­ქა­ძეს მუ­ხი­ან­ში 132 ათას ლა­რად არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი აქვს შე­ძე­ნი­ლი.

2016 წელს ბეჟან წა­ქა­ძე 2 673 000 ლა­რად თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 576.13 კვ.მ. ბი­ნას ყი­დუ­ლობს. 2015 წელ­სა კი 85 კვ.მ ბი­ნას კი­ევ­ში (უკ­რა­ი­ნა). უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ში 825 000 ლარს იხ­დის.

2020 წელს წა­ქა­ძემ 1507 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ წო­დო­რეთ­შიც შე­ი­ძი­ნა. ქო­ნე­ბა­ში 497 310 ლარი გა­და­ი­ხა­და. ამა­ვე წელს ყი­დუ­ლობს სამ­ზა­რე­უ­ლოს და დამ­ხმა­რე ფართს, თბი­ლის­ში ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე დე­პუ­ტა­ტი 100 კვ.მ-ში 132 000 ლარს იხ­დის.

წა­ქა­ძის ქო­ნე­ბას 2016 წელს წო­დო­რე­თის აგა­რა­კიც შე­ე­მა­ტა. დე­პუ­ტატ­მა ის 1 756 128 ლა­რად იყი­და.

დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბა მდი­და­რია ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბით. შერ­პა­ლო­ვის ნა­ტურ­მორ­ტი 2013 წელს 82 500 ლა­რად იყი­და, 2014 წელს კი “გემი“, რო­მელ­შიც 148 500 ლარი გა­და­ი­ხა­და. 2013 წელს კი ოლეგ ტიმ­ჩენ­კოს ტილო “პრინ­ცე­სა” 165 000 ლა­რად იყი­და. კი­დევ ერთ ტიმ­ჩენ­კოს ტი­ლო­ში იმა­ვე წელს 49 500 ლარი გა­და­ი­ხა­და.

ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის პე­ი­ზა­ჟი, “ზამ­თა­რი” 2014 წელს დე­პუ­ტატ­მა 66 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ამა­ვე მხატ­ვრის “ბე­ლინ­სკის ქუჩა” 66 000 ლა­რად. ბეჟან წა­ქა­ძის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის კო­ლექ­ცია მდი­და­რია გია ბუ­ღა­ძის “პე­ი­ზა­ჟით“, რო­მე­ლიც 2019 წელს 33 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა და სტა­ლი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტით “თა­ი­გუ­ლი“, რო­მელ­შიც 2016 წელს 66 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

2010 წელს დე­პუ­ტატ­მა “შო­პარ­დის” სა­ა­თი 49 500 ლა­რად იყი­და, 2016 წელს კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მო­ოქ­რუ­ლი “პა­რა­ბე­ლუ­მი” 82 500 ლა­რად. პო­ლი­ტი­კო­სი კი­დევ ერთ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს “მა­უ­ზერს” ფლობს, ხის ჩა­სა­დე­ბით (კა­ბუ­რით), რო­მე­ლიც 2017 წელს 37 950 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ბეჟან წა­ქა­ძე MERSEDES-BENZ (SP509SP)-ის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით და­დის, რო­მე­ლიც 2020 წელს 660 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ნონა ბურ­კა­ძე კი 2004 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი LEXUS GX 470-ით, რო­მელ­შიც სულ რა­ღაც 15 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ბეჟან წა­ქა­ძეს ანა­ბარ­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თან­ხა 1927 ლარი ერი­ცხე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 38,44 ლარი, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი სულ რა­ღაც 45 700 ლარი.

დე­პუ­ტა­ტი რამ­დე­ნი­მე შპს-ს მე­წი­ლეა, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით მხო­ლოდ შპს ჯდჯ პლა­ზა სა­ქარ­თვე­ლო­დან აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, 147 840 ლა­რის სა­ხით.

მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის სარ­გო კი 2023 წელს 45 379,21 ლარი მი­ი­ღო.

2023 კა­ლენ­და­რულ წელს, წა­ქა­ძემ კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯი 18 745 ლარი გა­ი­ღო, პი­რა­დი ხარ­ჯი კი 74 565,65 ლარი. ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში დე­პუ­ტატ­მა 85 000 ლარი და­ხარ­ჯა. მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯი კი 1271,48 ლარი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი.

  • დე­პუ­ტა­ტი უმ­ცრო­სი სტა­ლი­ნის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­თი

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დე­პუ­ტა­ტი პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში უმ­ცრო­სი სტა­ლი­ნის ნა­ხატს ინა­ხავ­და, წა­ქა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და:

“იო­სებ სტა­ლი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში მხატ­ვა­რია. ისიც ჯუ­ღაშ­ვი­ლია, ოღონდ რა­საც ხა­ტავს, ყვე­ლა­ფერს იო­სებ სტა­ლინს აწერს. იმის ნა­ხა­ტია და არა დიდი სტა­ლი­ნის – ის რო­დის იყო მხატ­ვა­რი?! ჩემს ნა­ხატ­ზეც ასე­თი­ვე ხელ­მო­წე­რაა. რო­დე­საც სახ­ლი ავა­შე­ნე – მე თვი­თონ მშე­ნე­ბე­ლი ვარ, ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ 20 წე­ლია – ბევ­რი ტილო ვი­ყი­დე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლია. მო­უხ­და იმ ად­გილს და აქ მი­კი­დია, ინ­გო­როყ­ვა­ზე. გა­არ­კვი­ეთ ხალ­ხი. ჯერ ერთი, გინდ სტა­ლინს ვი­ყი­დი და გინდ ბრეჟნევს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! სტა­ლი­ნის სუ­რა­თი კი არ მი­კი­დია სახ­ლში, თა­ი­გუ­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ფორ­მატ­ზეა და­ხა­ტუ­ლი…

  • ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლი

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეჟან წა­ქა­ძე, მისი შვი­ლი ბი­ძი­ნა წა­ქა­ძე და მათი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი მსხვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან. მთლი­ა­ნო­ბა­ში მათ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” 320,000 ₾ შეს­წი­რეს. წა­ქა­ძეს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან მხო­ლოდ სამი კო­ლე­გა უს­წრებ­და, გოჩა ენუ­ქი­ძე – 1,254,000 ლარი, ზაალ დუ­გ­ლა­ძე – 990,000 ლარი და ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია – 340 000 ლარი.

დე­პუ­ტა­ტის შვილ­მა ბი­ძი­ნა წა­ქა­ძემ 2018 წელს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას 30 ათა­სი ლარი, 2016 წელს კი “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” 60 ათა­სი ლარი შეს­წი­რა.

დე­პუ­ტა­ტის ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი არ არის. ინ­ტერ­ნეტ­ში ვერ ნა­ხავთ წა­ქა­ძის მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის ფო­ტო­ებს.

წყარო