ბენ კარდინი საქართველოს არჩევნებზე – საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია და ცხადყოფს, რომ საქართველოში ს დღე დაირღვა ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით, – ამის შესახებ -ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
„ეს მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დააზაიანა ეგრეთ წოდებულმა „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებამ, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბენ კარდინი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატო-ში.
„საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ისეთ დასავლურ ინსტიტუტებში ღრმა ინტეგრაციისკენ, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო – მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში“, – აღნიშნულია ბენ კარდინის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე – ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ