ბენ კარდინი: ვაგრძელებ არჩევნების შემდომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მიმდიანრე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი X-ზე წერს.
“მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომ გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში”, – წერს ბენ კარდინი.
I will continue to closely monitor the post-election environment and work with the Biden-Harris administration to determine the appropriate response in the U.S.-Georgian relationship. https://t.co/smP0sq1Pe2— Senator Ben Cardin (@SenatorCardin) October 28, 2024