ბენჯამინ ჰადადი – უნდა წახვიდეთ ში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნე ხდებიან იმის გამო, რომ ევროპულ დროშებს აფრიალებენ – ხედავ, რომ ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, – ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე – „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ – განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, გაფართოების პროცესი წინ მიიწევს თუ არა.
„რეფორმები უნდა გაგრძელდეს მიუხედავად ყველაფრისა. იცით, არ შეიძლება ამტკიცოთ, რომ რადგან პროცესის თვალსაზრისით მაშინვე ვერ ხედავთ წინსვლას, შეაჩერებთ რეფორმებს, რადგან რეფორმები თავისთავად კარგია და ისინი კარგია ქვეყნისთვის იმისდა მიუხედავად, დაუყოვნებლივ დაიწყება თუ არა გაფართოების პროცესი“, – აღნიშნა ბენჯამინ ჰადადიმ.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს გზები, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც გაფართოების პროცესს ხელს უშლიან.
„ჩემთვის ნათელია, რომ იმ დროს, როდესაც ევროპაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანი იყოს დაღლილი ევროკავშირით, თქვენ უბრალოდ უნდა წახვიდეთ ში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც ეს 11 წლის წინ მაიდანზე მოხდა, დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნები რეფორმებით წინ მიიწევენ. ხედავ, რომ ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულს და შთაგონებას ქმნის და გვახსენებს, რომ თუ ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, გყავთ ადამიანები, რომლებიც რეალურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ოჯახში გაწევრიანების მცდელობით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ პროცესს თავს ესხმიან“, – აღნიშნა ბენჯამინ ჰადადიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჭიათურის მერია – საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი – ეს იყო სკოლის მოსწავლეების მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო